პირდაპირ შიგთავსზე გადასვლა
Trade-In პროგრამა

Kia Trade-In: ჩააბარეთ ძველი ავტომობილი და გადაჯექით ახალ Kia-ზე

შეაფასეთ თქვენი ავტომობილი ონლაინ, ჩააბარეთ საბაზრო ღირებულებით და დაფარეთ მხოლოდ სხვაობა ახალ Kia-ზე ნაღდი ანგარიშსწორებით ან ლიზინგით.

ყველა შეთავაზება
ოფიციალური პროგრამა
ოფიციალური ჩანაცვლების პროგრამა

Kia Trade-In. ჩააბარეთ არსებული ავტომობილი და გადაიხადეთ მხოლოდ სხვაობა ახალ მოდელზე.

Kia Sportage
ჩასაბარებელი ავტომობილი

Kia Sportage · 2021

Prestige
კომპლექტაციაAWD / კომფორტ პაკეტი
გარბენი (კმ)
კმ
აირბაგები გაუხსნელია?ქარხნული უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა
თქვენი ავტომობილის სავარაუდო შეფასება:
₾52 000 – ₾58 700
საშუალო შეფასება: ₾55 350Trade-In ბონუსით
Sportage
ახალი ავტომობილიKia Sportage
₾69 465Comfort (2.0 MPI ბენზინი)
ჩასაბარებელი ავტომობილის გამოკლებით:− ₾52 000 – ₾58 700
დასამატებელი თანხა:
₾10 765 – ₾17 465

შესაძლებელია ერთიანი გადახდა ან განაწილება 0%-იანი განვადებით / TBC ლიზინგით.

ონლაინ კალკულატორი ითვლის წინასწარ საორიენტაციო დიაპაზონს. საბოლოო შეფასება ზუსტდება Kia Georgia-ს ცენტრში 45-წუთიანი ტექნიკური შემოწმების შემდეგ.

ჩანაცვლების პროცესი — 4 მარტივი ეტაპი

01

ონლაინ შეფასება

აირჩიეთ მოდელი, წელი, გარბენი და კომპლექტაცია სავარაუდო შეფასებისა და დასამატებელი თანხის დასათვლელად.

02

ტექნიკური შემოწმება

Kia Georgia-ს სერვისცენტრში ჩატარდება 110-პუნქტიანი დიაგნოსტიკა და დაფიქსირდება ზუსტი ღირებულება.

03

სხვაობის დაფარვა

ძველი ავტომობილის ფასი ჩაითვლება პირველად შენატანში, ხოლო სხვაობას დაფარავთ ერთიანად ან ლიზინგით.

04

ახალი Kia-ს გაყვანა

გადაფორმების პროცედურას სრულად უზრუნველყოფს Kia Georgia — ახალ ავტომობილს გაიყვანთ იმავე დღეს.

Trade-In პროგრამის პირობები და მოთხოვნები

შეაფასეთ თქვენი ავტომობილი ონლაინ, ჩააბარეთ საბაზრო ღირებულებით და დაფარეთ მხოლოდ სხვაობა ახალ Kia-ზე ნაღდი ანგარიშსწორებით ან ლიზინგით.

წარმომავლობა და წლოვანება

მიიღება 2015 წლიდან გამოშვებული ავტომობილები გამჭვირვალე სერვისის ისტორიითა და ორიგინალი გარბენით.

ტექნიკური გამართულობა

ავტომობილს არ უნდა ჰქონდეს ძარის გეომეტრიის დარღვევა (მძიმე ავარიის კვალი) ან გახსნილი აირბაგები.

იურიდიული სისუფთავე

ავტომობილი თავისუფალი უნდა იყოს ყადაღისგან (მიმდინარე სალიზინგო ვალდებულების შემთხვევაში შესაძლებელია გადაფარვა).

დამატებითი შეფასების ბონუსი

Kia Georgia-ს ოფიციალურ ცენტრში შეძენილ ავტომობილებზე მოქმედებს პრიორიტეტული შეფასების პირობა.

Kia Trade-In პროგრამით შეგიძლიათ ჩააბაროთ არსებული ავტომობილი (2015 წლიდან გამოშვებული, სუფთა ისტორიითა და დაუზიანებელი ძარით) და მისი ღირებულება სრულად გამოიყენოთ ახალი Kia-ს შესაძენად. ონლაინ კალკულატორი ითვლის სავარაუდო საბაზრო ფასს მოდელის, წლის, გარბენისა და კომპლექტაციის მიხედვით, ხოლო საბოლოო ღირებულება დგინდება Kia Georgia-ს სერვისცენტრში 110-პუნქტიანი ტექნიკური დიაგნოსტიკის შემდეგ. სხვაობის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ისე 0%-იანი განვადებით ან TBC ლიზინგით.

სხვა შეთავაზებები

ასევე დაგაინტერესებთ

Kia X TBC leasing

Kia X TBC leasing: გადახდა მოიცდის!

შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული კია დღეს და პირველი სამი თვის ლიზინგის გადასახადს კია დაფარავს. დაიწყე გადახდა სამი თვის შემდეგ.

SOLO 0% განვადება

საქართველოს ბანკის Solo-ს 0%-იანი ავტოგანვადება

ახალი კიას შეძენა ახლა კიდევ უფრო მარტივია. კია საქართველოს და SOLO-ს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლე 1-წლიანი 0%-იანი ან 2-წლიანი 6.9%-იანი ავტოგანვადებით.

სპეციალური ფასი

განსაკუთრებული ფასი შოურუმში

განსაკუთრებული ფასი შოურუმში ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში.

Kia Buy Back

Kia Buy Back: ავტომობილის გარანტირებული გამოსყიდვის პროგრამა

მიუთითეთ თქვენი Kia-ს მოდელი, წელი, გარბენი და კომპლექტაცია — გაიგეთ რა ფასად შეისყიდის Kia Georgia თქვენს ავტომობილს.

Kia Trade-In: ჩააბარეთ ძველი ავტომობილი და გადაჯექით ახალ Kia-ზე | Kia Georgia